მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში პროტესტის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ყვარელში პროტესტის დროს , კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გარდა აქტივისტებისა, როლების სიაც რადიო ჰერეთმა გამოაქვეყნა, პოლიციამ დააკავა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი-დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დიღმელაშვილი, გურჯანის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარელის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა ღონიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე.

ამასთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” მიმდინარე აქციაზე 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

სასტუმროსთან, სადაც აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით იმართება, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიკროავტობუსში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები არიან სასტუმროში „ყვარლის ტბა“, სადაც, სავარაუდოდ, წვეულების გამართვა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს სასტუმროს ადმინისტრაცია. გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button