სპორტი

გახარია ამბობს, რომ სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ იგეგმება

„კულტურის სამინისტრო ერთმნიშველოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან განათლების სამინისტროში დარჩება ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს მთავრობის მეთაური თვლის, რომ „სპორტი დღეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა. ის ბევრად ახლოა განათლების სფეროსთან, რადგან მასობრივი სპორტის ძირიოთადი ნაწილი არის სასკოლო განათლება. თუ ვსაუბრობთ პროფესიონალურ, მაღალი მაჩვენებლების სპორტზე, იქ სტრუქტურა მეტად განსხვავებულია. არის სპორტის სახეობების ფედერაციები, რომლებიც მთავრობის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ფედერაციებს გადაწყვეტილებების მიღებისა და მართვის საკმაოდ დიდი ავტონომიები აქვთ.“

სავარაუდოდ, ქართული სპორტი განათლების სამინისტროს დანამატად განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button