გახარია “გირჩის” ბარებს დაჯარიმებით ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ დაჯარიმდება ყველა ის კაფე-ბარი, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოტივით შეზღუდვების მიუხედავად იმუშავებენ. ამის შესახებ მან სკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“რამდენიმე შემთხვევა იყო, რამდენიმე კომპანიამ სცადა [მუშაობა] რაღაც შეფერილობებით, ვითომ, ეს პოლიტიკური პროცესში იღენდნენ მონაწილეობას. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველგან აღიძრება სისხლის სამართლის საქმე”, – თქვა გახარიამ.
ცნობისთვის, 16 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ, ბათუმში, თბილისსა და იმერეთში აკრძალულია კაფე-ბარებისა და კვების ობიექტების მუშაობა. რეგულაციების მიხედვით, საარჩევნო კამპანიებზე შეზღუდვები არ ვრცელდება და სწორედ ამ მიზნით კაფე-ბარების ნაწილი “გირჩის” საარჩევნო შტაბებად გადაკეთდნენ.
მოქმედი კანონმდებლობით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც.