საქართველოსიახლეები
გახარია: “ინფორმაცია 150-ლარიან დახმარებაზე გაიპარა”
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების თვეში 150 ლარით დახმარებაზე, იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც “გაიპარა”.
“ეს რიცხვი აქტუალური არ ყოფილა, პირველადი იყო. გაიპარა ძველი [მონაცემი]. ეს ტექნიკური შეცდომა იყო. პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, შეუძლებელია იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები თვეში”, – თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, უახლოეს მომავალში შემუშავდება დახმარების პაკეტი და ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობა გაიგებს მაშინ, როცა მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით მიმართავს.