“გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში”-მეუფე იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი გიორგი გახარიას შესახებ, ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი გახარია, ეკლესიის საქმეებში უხეშად ერეოდა.
“ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თუ პრემიერ მინისტრი, პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში. არაფერი ტყილად არ მითქვამს, ხომ ამბობდით ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით. რომ აპიარებთ, ვინ უნდა დაუჭიროს მხარი. ვინ უდგას გვერდში, ან რა გაუკეთებია, ლოქდაუნი? ამათაც რომ იძახეს, კრიზის მენეჯერიაო, კრიზის მეიკერია ეგ. საიდან, ვისგან იმართება, საქართველოში ყველა პარტიაშია ქართული ძალა.
შერიგება უნდა მოხდეს და გამოჩნდება, მაგრამ არც ჟურნალისტებს გაწყობთ შერიგება და არც პოლიტიკოსებს. ან ის გაქცეული პრეზიდენტი რომ გვეუხეშება იქიდან, პრეზიდენტი როცა იყო, მიბედავდა რამეს? გაბედოს, ჩამოვიდეს და ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ, ბოდიშებს თუ არ მოიხდის.
ბელადომანია უნდა დამთავრდეს. ბიძინა ხომ გავიდა პოლიტიკიდან, ეგეც უნდა გავიდეს.მიშამ მოქალაქეობა დათმო თანამდებობისთვის.მელია ვაჟკაცურად მოიქცა. ლენინი ხარ, ფინეთში რომ გარბიხარ? მე რომ მიპირისპირდებიან, რასაც მოიგებენ არავის არ გაუყონ”- თქვა იაკობმა.
განცხადება გიორგი გახარიას შესახებ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, რამდენიმე წლის წინაც გააკეთა და მას რუსეთის კაცი უწოდა.