მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

გახარიას გუნდიდან მერობისთვის კანდიდატები კახეთის 2 მუნიციპალიტეტში იბრძოლებენ

გიორგი გახარიას გუნდს, მერობის კანდიდატები კახეთის მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში ეყოლება.
კანდიდატები, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ყოფილმა პრემიერმა, 1 სექტემბერს დაასახელა.

თელავში, პარტია ” საქართველოსთვის” სახელით, მერის თანამდებობის მოპოვებას, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გიგა ორკოდაშვილი შეეცდება.

ორკოდაშვილი, სხვადასხვა დროს, საბანკო სექტორშია ნუშევარი. საჯარო სამსახურში მისი კარიერა, თელავის საკრებულოში დაიწყო, როცა ის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია “ქართული ოცნებიდან” სოფელ კურდღელაურის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

რამდენიმე თვის წინ, ორკოდაშვილმა პარტია დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

ყვარელში, ყოფილი პრემიერის გუნდიდან, მერის თანამდებობისათვის, ექიმი, გიორგი გიგილოშვილი იბრძოლებს.

გიგილოშვილი, ევექსის კლინიკების თანამშრომელია და სხვადასხვა საავადმყოფოში, ანეთეზიოლოგის პოზიცია უკავია.

მსგავსი პოსტები

Back to top button