მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გახარიას გუნდის წევრები რეგიონებში თანამდებობებს იძულებით ტოვებენ
ფოთში, მერიის შენობის წინ ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს.
მათი განცხადებით, როგორც ფოთის, ისე მარტვილის მერებმა მათ შეხვედრისას პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
უკვე ყოფილი მოადგილეები ამბობენ, რომ საქმიანობას გახარიას გუნდში გააგრძელებენ.