მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გახარიას გუნდის წევრმა ლაგოდეხში კანდიდატურა მოხსნა-რა ზეწოლებზე ჩივიან პარტიაში

პარტია საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ მაწიმში კაკი ლობჟანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.ინფორმაციას რადიო ჰერეთთან პარტიის წარმომადგენელი ლაგოდეხში, სალომე ღონღაძე ადასტურებს.

„როგორც მე გავარკვიე, კაკი ბენზინგასამართ სადგურზე იყო საიდანაც კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში და იძულებით დააწერინეს განცხადება. მაჟორიტარობაზე უარი ათქმევინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს“, – განაცხადა სალომე ღონღაძემ .

კაკი ლობჟანიძე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button