მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გახარიას კადრები თანამდებობებს რეგიონებშიც ტოვებენ

ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას მოადგილე გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა.ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას.
მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა.
მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.
მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა!
მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!,”- წერს ფარულავა.

გიგა ფარულავა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს,თუ სად გააგრძელებს საქმიანობას.

რადიო თბილისისთვის ცნობილია, რომ მერიც და მისი მოადგილეც გიორგი გახარიასთან დაახლოებული პირები არიან და ზუგდიდის მერიაში ისინი ყოფილი პრემიერის კადრებს წარმოადგენენ.

ფარულავა ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას მოადგილედ 2019 წლის ზაფხულში დაინიშნა. მანამდე ის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button