მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გახარიას პარტია ბათუმის საკრებულოს სხდომას არ დაესწრება

გახარიას პარტია ბათუმის საკრებულოს სხდომას არ დაესწრება.

არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ზუგდიდში, იმედი მაქვს სწორს პოლიტიკურადაც და ზუგდიდელებისთვისაც. არ დასწრება ან არ მონაწილეობა ეს იქნება დამატებითი ლუფტი ქართული ოცნებისთვის.

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, გახარიას ასევე უნდა ესმოდეს რომ ნებიმისმიერ მომდევნო არჩევნებში მას ზუგდიდში იმ 3 მანდატის მოპოვებაც გაუჭირდება.

პირველ ტურში ზუგდიდის საკრებულოში ენმ 23 მანდატით იყო წარმოდგენილი, რაც იყო სრულად საკმარისი სრული უმრავლესობისთვის.

შემდეგ ყველას გახსოვთ ცნობილი მოვლენები როგორ გაიხსნა დალუქული ბიულეტენები და როგორ წაგვართვა მირანდა მესხმა ქართული ოცნების სასარგებლოდ ერთი მანდატი.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას სჭირდება 23 ხმა.

ენმ საკრებულოში წარმოდგენილია 22 მანდატით. ( ერთი წართმეული მანდატის შემდეგ)

ქართული ოცნება – 20 მანდატით.

გახარია – 3 მანდატით.

ჩვენ გვჭირდება თავმჯდომარის არჩევისთვის 1 ხმა.

ქართულ ოცნებას -3.

გახარიას -20.

ქართულმა ოცნებამ ჩვენებს ყიდვა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.

საინტერესო სხდომა იქნება, საინტერესო გაგრძელებით.,-აცხადებს ენმ-წევრი,პარლამენტარი ანა წითლიძე.

3 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გახსნის. შემდეგ კი მას უხუცესი წევრი, დეპუტატი კონსტანტინე უბერი გაუძღვება.

საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურულ საკითხებს დაეთმობა. უნდა აირჩეს საკრებულოს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიები, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ფრაქციების და კომისიების დაფუძნება, მათი წევრების განსაზღვრა.

ზუგდიდის მეხუთე მოწვევის საკრებულოში 22 მანდატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 20-ით “ქართული ოცნება”, ხოლო 3-ით “საქართველოსთვის” შევიდა. ასეთი შემადგენლობით საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევისას, შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ერთი დეპუტატის ხმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button