მნიშვნელოვანისაქართველო

გახშირებული აფეთქებები – ენერგოომბუდსმენი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს

ენერგოომბუდსმენი დახურულ სივრცეში გაზის დეტექტორების დამონტაჟებას ითხოვს. სალომე ვარდიაშვილი მთავრობისგან დაჩქარებული წესით რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე თქმით, უნდა აიკრძალოს ყველა სარისკო გამათბობლისა და წყლის გამაცხელებელი. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, რეგულაციების შემოღებასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი შესრულება ეფექტურად მოხდეს. მკაცრი ზედამხედველობის აუცილებლობაზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც.

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის, “ქართული ოცნებიდან რომან კაკულიას და “ევროპული საქართველოდან” ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა 

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან ერთი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა იმ ბინაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს 35%-იანი დამწვრობა აქვს. შედარებით მსუბუქად დაშავდა კიდევ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუსში აფეთქება 7 აპრილს მოხდა. შენობის მდგრადობის შემოწმებამდე კორპუსი დაატოვებინეს ოცზე მეტ ოჯახს. ნაწილი გადაიყვანეს სასატუმროში, სადაც მათი დროებით ცხოვრების ხარჯებს მერია აანაზღაურებს, ნაწილმა კი თავი ნათესავებს შეაფარა. აფეთქებამდე საცხოვრებელ კორპუსში იგრძნობოდა გაზის სუნი, რის გამოც მობინადრეებმა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. აფეთქება ადგილზე მათ მისვლამდე მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button