სოციალურ ქსელებში The Beatles-ის უცნობი ვიდეო გამოქვეყნდა [Video]

კინოსა დამუსიკის ავსტრალიურმა საერო აქივმა (NFSA) ინტერნეტში აქამდე უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფ The Beatles-ის კონცერტისთვის მზადების პროცესია გადაღებული. რგოლი მუზეუმის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ იგი 1965 წელსაა გადაღებული. მისი ავტორია მოცეკვავე და ვიზაჟისტი დონ სუეინი, რომელმაც შემსრულებლები ავსტრალიაში საგასტროლო ტურის დროს გადაიღო.
“საგრიმიოროში შამპანურს ვსვამდით, მერე კი ერთ-ერთმა მათგანმა, ჯონმა თუ რინგომ, კამერა წამართვა და მითხრა: “მასთან მოქცევა არ იციო”. მერე ოთახში სირბილი და კამერის ტრიალი დაიწყო – მიატრიალა, მოატრიალა, თავდაყირა დააყენა, მაგრამ მისი ნებისმიერი მოძრაობა საოცარი იყო”, – დააკომენტარა ვიდეო სუეინმა.