მნიშვნელოვანირეგიონი

,,გაკოტრებულ ოპოზიციას არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს,,-ღარიბაშვილი კახეთში მოსახლეობას შეხვდა

გაკოტრებულ ოპოზიციას არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს- ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში მედიასთან საუბრისას გააკეთა.

ღარიბაშვილის თქმით, გამარჯვებისათვის საჭიროა ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება.

” საჭიროა მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან. ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში. ჩვენი გუნდის წევრებს შევხვდი. თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, ღირსეულ მომავალს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი კახეთში მოსახლეობას მერებს და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი პოსტები

Back to top button