მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები”

“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის, ეშმაკი სდევდა.” – განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

“გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი.

“ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში ანგელოზიო. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს.

“შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს, უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველ დღე ასხუროთ. თქვენი საწოლი, თქვენი ოთახი, ეზო უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი.” – განაცხადა საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button