მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/შსს-პოლიცია.jpg)
ოკიპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ შემოვლითი გზით წამოსული 1 ადამიანის პოვნა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.
ამ დროისთვის სოფელ შამგონაში წყალმა მდინარის ნაპირზე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარის გადმოცურვას ოკუპირებული გალიდან ცდილობდა.
შსს-ს ცნობით,მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.