მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გამამტყუნებელი ვერდიქტი, პოლიციის მაღალჩინოსანმა, სტრასბურგში გაასაჩივრა.

გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი, პოლიციის მაღალჩინოსანმა, სტრასბურგში გაასაჩივრა.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობისათვის მსჯავრდებული პოლიციელის დაცვის მხარე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერდიქტის გასაჩივრების მიზეზად, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს ასახელებს.

თელავის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოვლენილმა დარღვევებმა ვერდიქტზე გავლენა მოახდინა.

” ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევები გამოძიების და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ᲒᲐᲕᲐᲡᲐᲩᲘᲕᲠᲔᲗ სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო წესით. ამის შემდეგ, მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა ჯერჯერობით, არ ვიცით, მიიღებს თუ არა წარმოებაში, ან როდის განიხილავს.სხვას, დამატებით ვერაფერს გეტყვით“- განაცხადა ბერიანიძემ.

გარდაცვლილი ზურაბ საჩიშვილის ოჯახს, ვერდიქტის გასაჩივრების თაობაზე, ინფორმაცია არ აქვს.

” არ მაქვს ინფორმაცია ამაზე, ჩვენ გვაკმაყოფილებს ვერდიქტი. გავერკვებეი, რას ასაჩივრებს“- განაცხადა საჩიშვილის ოჯახის წევრმა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თელავში მიმდინარეობდა. სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით,. განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაზე, ნაფიცი მსაჯულები თითქმის ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატები, სასამართლოს, მკვლელობის აფექტურ მდგომარეობაში ჩადენაში არწმუნებდნენ, რაც ზანდარაშვილისათვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

საბოლოო ვერდიქტის თაობაზე, მსაჯულების 11 კაციანი შემადგენლობა, 22-23 სექტემბერს, თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ, ვანო ზანდარაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მკვლელობის საქმის ხელახალი განხილვაა დასაშვები.

შეგახსენებთ, მკვლელობის ფაქტი, 2020 წლის 25 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოხდა.

პოლიციის მაღალჩინოსანმა, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი, ოთხი გასროლით, სამსახურებრივი იარაღის
გამოენებით, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button