„გამგეობის წევრები და საკრებულოს დეპუტატები RMG Gold-ის პერსონალია“ – ნიკა ვაჩეიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, გუშინ, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ჩასვლისას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ,,არემჯი გოლდის“ და სახელმწიფო ინტერესი გადაჯაჭვულია.
,,იქ არსებული პერსონალი პირდაპირ არის გამგეობის წევრები, საკრებულოს დეპუტატები. პარლამენტის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის კავშირიც იკვეთება ბოლო ინფორმაციით, არემჯი გოლდთან“, – განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“.
ნიკა ვაჩეიშვილი ჟურნალიტ ნინო მიქიაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები პროტესტს მაშინ არ გამოთქვამდნენ, როცა კომპანია ,,არემჯი გოლდი“ მათი გუნდის წევრთან, კობა ნაყოფიასთან ასოცირდებოდა.
ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, საყდრისს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ამ ფონზე, ნინო მიქიაშვილის განცხადებები მიკერძოებულია.
მოისმინეთ ნიკა ვაჩეიშვილის ხმა.