მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გამკაცრდება თუ არა კოვიდშეზღუდვები-საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 33 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა კი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სპეციალური შტაბები, რათა ადგილობრივად, ხელი შეეწყოს აცრების პროცესის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button