მნიშვნელოვანირეგიონი

გამკაცრდება თუ არა ყვარელში უსაფრთხოების ზომები

დღეს ყვარელში 85 პირის გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან. მათ შორის არიან იმ ექიმის ოჯახის წევრები, თანამშრომლები და პაციენტები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვისგან გადაედო ექიმს კორონავირუსი, ამის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. იმ პირთა ნაწილს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ექიმთან, პირველადი კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.​

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო “ჰერეთს” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

“რეჟიმი არ იცვლება, უბრალოდ ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა ექიმის, ყველა კონტაქტის გადამოწმებას. 147 კონტაქტია გამოკვეთილი მთელ ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც. ტარდება გაფართოებული, მიზნობრივი PCR კვლევები მოწყვლად ჯგუფებზე. ესენი არიან, პირველ რიგში ექიმები, პოლიციელები დ ის ადამიანები, როლებიც ყველაზე უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან,”– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში 2 მაისს დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმია. მას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button