მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გამოაკრეს აბრა „საპატრიარქო ყარს“პასუხსაც მიიღებენ-მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, გუშინ,11 ივლისს, თბილისში ჩატარებულ აქციაზე, საპატრიარქოს შესახებ გამოთქმულ ბანერებს გამოეხმაურა. სასულიერო პირი, ყველას, ვინც ეკლესიას აკრიტიკებს პასუხის გაცემას დაპირდა.

“ახლა რომ გამოდიან, გამოაკრეს აბრა „საპატრიარქო ყარს“, მაგათ მოვუსმენთ, მოვუსმენთ და პასუხსაც მიიღებენ. კი არ ვემუქრები, მაგრამ პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან. თან თავიანთ პოლიტიკოსებს აგინებენ მიგვატოვებთ საჭირო დროსო და ჩვენ ვიზავთო. კარგად ვიცით რა გაყიდული სულების ხართ, ხელმძღვანელობა. რამდენი მთავრობა და თქვენი ერი გყავთ გაყიდული, ახლა სისხლიც გიხარიათ ხოლმე, ყოველი სისხლი გიხარიათ. ჰომოფობები თქვენ ხართ, იმიტომ, რომ გძულთ ადამიანი, გძულთ ქრისტე და გძულთ ქრისტიანობა.

რა გაქვთ გაკეთებული, რომ გამოდიხართ და ასე ეკლესიას ებრძვით. სად ყარს და ვისი ცხოვრების წესში ყარს კარგად ჩაიხედეთ და რაც ხდებოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზია ახალისებს ხოლმე ვიღაცეებს, ჩვენს შინაგანში მტრები რომ არიან და ვითომ სიმართლეს, რომ ლაპარაკობენ, არ შეიძლება მოღალატე ადამიანებისგან ჩვენშიც უნდა გავწმინდოთ და გარეთაც. არ მინდა სახელების თქმა ვინ გამოგყვებათ თქვენ .

ახალგაზრდა კაცის სისხლი გინდა გამოიყენოთ?! ჯერ იცით რისგან გარდაიცვალა, რისთაგანაც არ უნდა გარდაცვლილიყო აკეთებთ იმას, რომ იმის ცხოვრება ყველას დაანახოთ, უნდოდა, თავისი დაფარული მხარე ნახოთ?! თბილისი პატარაა და იმიტომ ვლაპარაკობ, გამგები ყველა გაიგებს”- განაცხადა იაკობმა

მსგავსი პოსტები

Back to top button