მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გამოძიება ფარული ჩანაწერების საქმეში გახარიას ჩართულობის ვერსიასაც განიხილავს-ღარიბაშვილი

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არაა შესაძლებელი ამაში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი,ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არაა შესაძლებელი თეორიულად, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სუს-ში, წვდომა ჰქონდა ძალიან დიდ ინფორმაციაზე და წვდომა ჰქონდა მოსმენების სამსახურზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button