თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir-ი, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ბილკენტის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში.
კლინიკამდელი კვლევების დროს, Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
იხილეთ წყარო:
https://w3.bilkent.edu.tr/www/diagnovir/