მნიშვნელოვანისიახლეები

გამოხმაურება სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაყვანაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავას.

უფლებადამცველის თქმით, კადრებში ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ფიქსირდება, როგორც ცდილობს პენიტენციური სამსახური, ღირსება შეულახოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.

გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

“ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მიერ, მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლების კადრებს ეხმაურება.

“როგორც კი სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიციის გაუმჯობესების და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციის გზების ძიებას ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტრო იწყებს კადრების გამოქვეყნებას, რომ პატიმარზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს და გამოიწვიოს სააკაშვილის პროტესტი, რითიც კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.
ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა”, – წერს ნიკა გვარამია.

 

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე, პენიტენციურის გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალით გადაყვანა ჩანს, ამბობს, რომ ეს კადრები ხელისუფლების საწინააღმდეგოა და ამხელს მათ ძალადობაში.
ხატია დეკანოიძის თქმით, კადრები მალე გასაჯაროვდებოდა, რის შესახებაც წინასწარ იცოდნენ და დაასწრეს,

ასევე, დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის ფეისბუქ გვერდზე კადრების დადება მეტყველებს, რომ შურისძიებაში პირადად ბიძინა ივანიშვილია ჩართული.
“1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.
2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის – მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;
3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.
ვაგრძელებთ პროტესტს.” – წერს ხატია დეკანოიძე

 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, პენიტენციურის გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალით გადაყვანა ჩანს, ამბობს, რომ ეს არის ყველას სირცხვილი და ქვყენის დახურვა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კადრებს მიაწდვის სტრასბურგის სასამართლოს, ძალიან დიდი პრობლემა იქნება.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button