გამოხმაურებები ონლაინკაზინოების შესახებ

აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, გადასახადების გაზრდა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა – მთავრობას ახალი ინიციატივა აქვს, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში იწყებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოების მფლობელების უმრავლესობა არის უცხოური კომპანია. მომხმარებლების ფული კი, რაც მილიარდ 500-ს მილიონს შეადგენს, უცხოეთში გაედინება.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, ონლაინ კაზინოებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საზოგადოება.
ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კაზინოებს ბევრი ახალგაზრდისთვის ფატალური შედეგი მოუტანია.
ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას მოუმზადებელს უწოდებს, რომლის გაკონტროლებაც თეორიულად შეიძლებლად მიაჩნიათ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის-ძალა ერთობაშია“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, ონლაინ კაზინოს აკრძალვის ინიციატივა მოუმზადებელია და ვიღაცის საზიანოდ, ვიღაცის წისქვილზე დაასხამს წყალს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს ექნება გარკვეული ხედვა, რაც ბუნებრივია საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს.
გიორგი ვოლსკის დავით სერგეენკოს რომან გოცირიძის იაგო ხვიჩას და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ხმა