მნიშვნელოვანისიახლეები

გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) კვლევა, კავკასიის ბარომეტრი 2024 გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია.

ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოკითხულთა მხოლოდ 4%, თურქეთს 2%, ხოლო სომხეთს – 1% ასახელებს.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ აშშ, აზერბაიჯანს ასახელებს 8%, უკრაინას – 7%, თურქეთსა და გერმანიას – 4-4%, რუსეთს, სომხეთსა და საფრანგეთს 2-2%, ხოლო ჩინეთსა და ისრაელს – 1%.

გამოკითხულთა 26%-ის აზრით, საქართველოს მთავარი მეგობარი არცერთი ქვეყანა არაა.

კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომელიც 2008 წლიდან სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება.

2024 წლის “კავკასიის ბარომეტრი” საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button