მნიშვნელოვანისიახლეები

,,გამოკითხულთა ჩვენებამ დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი,,-ვოლსკი კომისიაზე

,,მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას რასაც ახლა ვაკეთებთ ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება,,-მახაშვილი

რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე – ეს არის კითხვა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს.

ბოლო სამი დღეა, კომისია ყოფილ პოლიტიკოსებს და ყოფილ სამხედროებს უსმენს, ისმევა ყველა კითხვა, მათ შორის – ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ მაშინდელი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია და “ქვეყნის წინაშე კვლავ ის გამოწვევა დგას, რომ შეიძლება ეს ცეცხლი, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს კვლავ საქართველოში შემოვიდეს”:

“როცა ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია და ქვეყნის წინაშე კვლავ ის გამოწვევა დგას, რომ შეიძლება ეს ცეცხლი, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს კვლავ საქართველოში შემოვიდეს და ამასთან დაკავშირებით ადამიანების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული, რომლებიც თავს უწოდებენ პოლიტიკურ სუბიექტებს და ცდილობენ, ეს გასაჭირი და უბედურება ახლიდან დააწიონ თავს საქართველოს, რასაკვირველია ამ კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფაქტებიდან მოშორებული არცერთი სიტყვა არ უნდა ითქვას. გამოკითხულთა ძალიან ბევრმა ჩვენებამ დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი.

დღეს ეს ბერკეტები არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ ათეულობით მილიონით დოლარით არიან დაფინანსებულები, რათა კვლავ ვიღაცის სტრატეგიულ გეგმას დაუქვემდებარონ საქართველო,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

მამუკა ყურაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში განვითარებული მოვლენები აღწერა

საზოგადოებას შევპირდით, მათ შორის წინასაარჩევნოდ, რომ წინა რეჟიმის დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს შევისწავლიდით და წინა რეჟიმი იქნებოდა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად გასამართლებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, როგოროც ლევან მახაშვილმა განაცხადა, მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ნახა მიმდინარე და ჩადენილი დანაშაულების ქრონიკა.

„რასაც ახლა ვაკეთებთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება. რაც შეეხება თავად საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას, მოსახლეობამ ნახა პირდაპირ ეთერში მიმდინარე და ჩადენილი დანაშაულების ქრონიკა. ამ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას გამოიკვეთა და საზოგადოების დაკვეთაც იყო, რომ შესწავლილი ყოფილიყო არამხოლოდ 2012 წლამდე მიმდინარე სისტემური დანაშაულები, არამედ მას შემდგომ. მით უმეტეს, როდესაც თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტის დროს ყოველთვის ვხედავთ იმ დესტრუქციას, დესტრუქციულ რეჟიმს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ახორციელებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესს უნდა ჰქონდეს სათანადო შეფასება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად და საგამოძიებო კომისია გააგრძელებს ამ პროცესის შესწავლას.

„რაც შეეხება აგვისტოს ომის საკითხებს, აქ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერი ცხადია, რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში აწარმოებდა სამართლებრივ ომს ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ და აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ რაზეც გვაქვს საუბარი, არის ის, რომ მოსახლეობას აქვს არაერთი კითხვის ნიშანი. მოსახლეობას აქვს უფლება, გაიგოს საკუთარმა ხელისუფლებამ რა გააკეთა, რომ ეს ტრაგედია ყოფილიყო აცილებული. საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისასაც იკვეთება, რომ მაშინდელმა მმართველმა რეჟიმმა ვერ გაართვა ქვეყნის მართვას თავი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და ამ კითხვებს სჭირდება საფუძვლიანი პასუხები, რომ ეს იყოს მაგალითი ყველასთვის, მომავალი მთავრობებისთვისაც, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ნაკარნახევი საქართველოს ეროვნული ინტერესივით და არა სხვა რომელიმე ქვეყნის ბრძანებებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია არ არის უბრალოდ შეხვედრებისთვის შექმნილი, მას ექნება შესაბამისი შედეგი, იქიდან გამომდინარე თუ რა სამართლებრივი ფორმები გახდედა საჭირო.

„დღევანდელი მოცემულობით უკვე იკვეთება, რომ გვაქვს საფუძველი, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების, თუ პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის აკრძალვა. საუბარი გვაქვს პოლიტიკურ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, სხვა ნებისმიერ საქმიანობას მათ არავინ უზღუდავს. ეს ნაბიჯი დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტია. დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენი ვალი და მოვალეობაა, რომ დოკუმენტურად, საბუთებით, მტკიცებულებებით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავაფართოებთ

რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე – ეს არის კითხვა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს. ბოლო სამი დღეა, კომისია ყოფილ პოლიტიკოსებს და ყოფილ სამხედროებს უსმენს, ისმევა ყველა კითხვა, მათ შორის – ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ მაშინდელი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები.

მმართველ გუნდი ყურადღებას საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ამახვილებენ:

“ცალსახად გამოვლინდა, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ეხებოდა ბიზნესის რეკეტს, ხოლო შემდგომში 2008 წლის რუსული აგრესიის ფაქტებს, გამოვლინდა კონკრეტული პირებს მხრიდან გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობა იყო, თუ არა დანაშაულებრივი ხასიათის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მაშინდელი ხელისუფლება კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა,” – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button