მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

გამოკითხულთა უმრავლესობა პრორუსულ პარტიას ხმას არ მისცემს

გამოკითხულთა უმრავლესობა პრორუსულ პარტიას ხმას არ მისცემს.

სატელეფონო გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ 2020 წლის 21 – 28 სექტემბრის პერიოდში განახორციელა.

გამოკითხულთა ნახევარს (51%) გათვითცნობიერებული აქვთ, რომ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიები არსებობენ, მათგან უდიდესი უმრავლესობა (85%) კი ამბობს, რომ პრორუსულ პარტიას, არჩევნებზე ხმას არ მისცემს.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ასაკის მქონე 2025 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილემა 1.4%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button