მნიშვნელოვანისიახლეები

გამოკითხულთა უმრავლესობა პრობლემებად უმუშევრობას და სიღარიბეს მიიჩნევს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას (63%), სიღარიბეს (52%) და მზარდ ფასებს (43%) მიიჩნევს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 20% ნარკომანიას ასახელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემად, ხოლო 18% – ოკუპირებულ ტერიტორიებს.

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button