გამოკითხვა დასრულდა- კაბალელებმა პოლიციის შენობა დატოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ორი პირის დაკავების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს.
უწყების განმარტებით, სოფელ კაბალში მცხოვრები პირები, ერთ- ერთი კონკრეტული საქმის ირგვლივ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი გამოკითხულია და მათ პოლიციის შენობა უკვე დატოვეს. შეეხება თუ არა, საქმე ნარკოტიკების რეალიზაციას, ამაზე უწყებამ კომენტარი არ გააკეთა.
ლაგოდეხის პოლიციასთან, კაბალში მცხოვრები ორივე პირის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პოლიციაში გადაყვანილ პირებს, ნარკოტიკებთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ორი ადგილობრივი, ვუგარ და სალმან ალიევები, სამართალდამცავებმა, სოფლის ცენტრში, ერთი საათის წინ დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.