გამოფენა თელავში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით [Photo]

18 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გამოფენას მოაწყობს, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვ საინტერესო ნივთები.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”35178″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]