გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე ღარიბაშვილის კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა იმყოფებოდა, მათ შორის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა გამოსამშვიდობებელი ხასიათის იყო.
პაატა ზაქარეიშვილს არ დაუკონკრეტებია, შეეხო თუ არა საუბარი სამომავლო გეგმებსა და მომავალი პრემიერის კანდიდატურას.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გვიან საღამოს დასრულდა.