გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

მე-12 კლასელები სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს 21 მაისიდან ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ცოტა ხნის წინ განრიგი გამოაქვეყნა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გამოცდა 21 მაისს ჩატარდება.

მეთორმეტეკლასელები 22 მაისს უცხოური ენებისა და ბიოლოგიის გამოცდებს ჩააბარებენ. 23 მაისს დაგეგმილია ისტორიისა და ფიზიკის გამოცდები, 24 მაისს კი მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდები.

მეთორმეტე კლასელები 25 მაისს გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button