გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მომდევნო პროცესი 28 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც “პოლიციელზე თავდასხმას” გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
დღეს ორი მოწმის, საქმის გამომძიებელი მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე გამოკითხვა მოხდა რომლებიც უშუალოდ დაკავების და შემდგომ პროცესებში იყვნენ ჩართული.
ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის! – ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის გამომძიებელს, მიხეილ დარჩიას, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხა.
მზია ამაღლობელმა გამომძიებელს, ასევე, ჰკითხა, როდის დასრულდება მის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ექსპერტიზა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა: „შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ექსპერტიზა, ვერ გეტყვით“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოკითხეს. გამომძიებელი მიხეილ დარჩია, მხარეების შეკითხვებს 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.