მნიშვნელოვანისიახლეები

გამოვლენილინდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 480 841.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა.

ამ მონაცემებში შედის კვირა დღეს ჩატარებული ტესტირების შედეგების ნაწილიც, რომელიც ორშაბათს პორტალზე ვერ აისახა ტექნიკური პრობლემის გამო. ამავე მიზეზით, ორშაბათს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნაწილობრივ იყო ასახული 24 საათში გარდაცვალების მაჩვენებელიც.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა

📌აჭარა – 1 317

📌იმერეთი – 2 854

📌ქვემო ქართლი – 842

📌შიდა ქართლი – 970

📌გურია – 710

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 272

📌კახეთი – 1 229

📌მცხეთა-მთიანეთი – 446

📌სამცხე-ჯავახეთი – 307

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 130.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ამირან გამყრელიძის ხმა’

 

მსგავსი პოსტები

Back to top button