მნიშვნელოვანისიახლეები

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა

📌აჭარა – 2 173

📌იმერეთი – 3 357

📌ქვემო ქართლი – 1 340

📌შიდა ქართლი – 1 279

📌გურია – 456

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 480

📌კახეთი – 1 091

📌მცხეთა-მთიანეთი – 479

📌სამცხე-ჯავახეთი – 376

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103.

კოვიდპანდემიის მხრივ ვითარება ევროპაში შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორი ამბობს, რომ ამას ხელს ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, ზამთრის დასრულება და “ომიკრონის” ვარიანტის სისუსტე შეუწყობს.

თუმცა ორგანიზაციაში თვლიან, რომ აღნიშნული ოპტიმისტური სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ქვეყნებში ვაქცინაციის აქტიური კამპანია გაგრძელდება.

სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონმდებლობას მხარი დაუჭირა ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატამ, კომპანია “ნოვო-ვაქსის” ვაქცინა კი 18 წელს გადაცილებულებში გამოსაყენებლად დაამტკიცა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა.

შეზღუდვებს ამსუბუქებს პორტუგალია, სადაც ჩასულ მგზავრებს უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ და მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები მოეთხოვებათ.

შეგახსენებთ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button