მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაუქმებული გასახდელი და საშხაპე სპორტდარბაზებში

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის სპეციალური რეკომენდაციები.

დოკუმენტის თანახმად, დახურულ სივრცეში ვარჯიში შესაძლებელია მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით და მაქსიმუმ 5 ადამიანის მონაწილეობით.

სავარჯიშო დარბაზში შესვლის წინ ყველა პირი ვალდებულია სპეციალური ჰიგიენური პროცედურები ჩაიტაროს, მაგალითად, დაიბანოს ხელი საპნით და გამოიყენოს სადენზიფექციო საშუალებები.

ამავე ბრძანებით ირკვევა, რომ დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების და საშხაპე სივრცეების გამოყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button