მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გამყრელიძე კახეთში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

კახეთში მოსახლეობის ვაქცინაციაზე 13- 14 ბრიგადა იმუშავებს, რადგან ყოველმა ხუთასმა აცრილმა ერთი სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, 27 აპრილიდან დაიწყება მსჯელობა ვაქცინაციის ჯგუფების გაფართოებისა და ასაკის დაწევის თაობაზე.

” ბოლო დღეებში გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, უკვე 4 ათასი ადამიანი შეეწირა საქართველოში კორონა ვირუსს. ამიტომ ყველა უნდა ჩაერთოს, ვაქცინის გარეშე პანდემიას ვერ მოვერევით. 30 აპრილს საქართველოში ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა შემოვა. მზადდება კონტრაქტი მილიონ დოზა ფაიზერზეც და მაისში იგეგმება შემოტანა. რაც შეეხება ჩინურ სინოფარმს, მას უკვე ბევრ ქვეყანაში იყენებენ. ჩვენ გავაფართოვებთ აცრის მსურველების არეალს და სინოფარმიც აუცილებლად მიიღებს ავტორიზაციას”- განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, მოსახლეობას მოახლოებული აღდგომის დღეებში სიფრთხილის გამოჩენის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და დისტანციის წესების დაცვისაკენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეს, ამირან გამყრელიძე, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად, თელავში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

კახეთში ვაქცინაცია 15 მარტიდან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაიწყო. აცრის კაბინეტები ყველა მუნიციპალიტეტში უკვე მოწყობილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button