გამჭრიახმა მამამ შვილი სანტა კლაუსის არსებობაში დაარწმუნა [Video]

YouTube-ის ხორვატმა მომხმარებელმა, მიხალ მოგილამ საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სასტუმრო ოთახში სანთა კლაუსის გამოჩენაა აღბეჭდილი. ვიდეომ რამდენიმე დღეში 100 ათასი ნახვა დააგროვა.

რგოლის კომენტარში მოგილამ დაწერა, რომ მის 6 წლის ქალიშვილს სანტას არსებობის აღარ სჯერა. მამამ შვილის გადარწმუნება სცადა და მას ნაძვის ხესთან კამერის დაყენება უჩია, რათა სანტას ვიზიტი დაეფიქსირებინა.

იდეამ გაამართლა და კამერამ ბოლის ღრუბელში გახვეული სანტას მატერიალიზება დააფიქსირა.

რგოლში ჩანს, რომ კეთილმა ბაბუამ ჯერ მისთვის განკუთვნილი ჭიქა რძე დალია, შემდეგ კი კამერა აღმოაჩინა და გოგონას ობიექტივში თითი დაუქნია.

სტუმარმა ოთახის დატოვებამდე ნაძვის ხესთან საჩუქრები დატოვა და გაუჩინარდა.

ვიდეოს ფინალიდან ნათელი ხდება, რომ მოგილას ხუმრობამ შედეგი გამოიღო და გოგონამ რეალური სანტას არსებობა კვლავ დაიჯერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button