მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების რეკორდული ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნული დაავადებით, 77 300 ადამიანი დაავადდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით, ზემოხსენებული მონაცემები, რომელიც მთავრობის მიერაა მოწოდებული, წარმოადგენს კოვიდ 19-ის მაქსიმალურ გავრცელებას 1 დღე-ღამეში პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე. მანამდე, 10 ივლისი ითვლებოდა კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე მძიმე დღედ უკანასკნელ პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ აშშ ამ დრომდე ითვლება მსოფლიოში ყველაზე დაზარალებულ სახელმწიფოდ, სადაც 3 576 221 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ისგან, ხოლო 138 358 მათგანი გარდაიცვალა.

ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 2 012 151. მათ შორის, გარდაცვლილია 76 688.

კოვიდ-19-ით ინფიცირებულების რაოდენობით, ბრაზილია, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ, ინფიცირება დაუდასტურდა ქვეყნის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუსაც.

ბოლო 24 საათში, მექსიკაში კორონავირუსით 6 406 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი, 324 041-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 37 574 ადამიანი დაიღუპა, მათგან 668 გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 203 464-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 809 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 57 264 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 456 ადამიანი, 29 769-მ კი, ვირუსი დაამარცხა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 493 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 26 165 შემთხვევა გამოვლინდა, 334 პაციენტი გარდაიცვალა, 17 256 კი, გამოჯანმრთელდა.

worldometers.info-ს მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროის მონაცემებით არის 13 961 716, რომელთაგან 593 016 ფატალურად დასრულდა. 8 294 752 კი, სრულად გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, 5 073 948 პაციენტი საავადმყოფოებში რჩება და აქტიურ მკურნალობას გადის.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button