მნიშვნელოვანისიახლეები

განადგურებული ვაზი კახეთში – გლეხების თქმით ოცნებამ შესაწამლი ნივთიერებებით არ უზრუნველყო და მათ ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა

განადგურებული ვაზი კახეთში – გლეხები, ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ყურძნის მოსავლელად საჭირო შესაწამლი ნივთიერებებით ხელისუფლებამ ისინი არ უზრუნველყო და ახლა მათ ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა.

კახელ გლეხები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ რომ გარდაუვალი კრიზისგან თავის დაცვას ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის ყურძნის მოსავალი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

კახელი გლეხების პრობლემებზე გასულ კვირას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც” ისაუბრეს. გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას სუბსიდირებისკენ და შესაბამისი პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებდა.
სამშაბათს სადეპუტატო კითხვით მივმართავთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და გამოვითხოვთ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მიხედვით, გასულ წელს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში – ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას, მევენახეების დახმარების ნაცვლად ბინძური მეთოდებით დაიწყონ ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

ბოტკოველის ბრიფინგის შემდეგ კი სამთავრობო მედიებში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც კახელი გლეხები ამბობდნენ, რომ ისინი კარგ მდგომარეობაში არიან და წელს კარგ მოსავალს აიღებენ.
რამდენიმე სიუჟეტი ვნახეთ, სადაც თურმე, გლეხს ეუბნებიან, რომ მათ არაფერი დაუკარგავთ, მათ წელს შემოსავალი ექნებათ და დაიწყეს კონკრეტული სტატისტიკებით ლაპარაკი 2012 წელზე, 2013 წელზე, 2015-ზე… ეს არ აინტერესებს იმ დაზარალებულ ადამიანს, რომელსაც საერთოდ აღარ აქვს მოსავალი. მათ აინტერესებთ კონკრეტული საქმე, რას იზამს ხელისუფლება.

სამთავრობო მედიის სიუჟეტს დღეს ენმ-ში გამოეხმაურნენ. გიორგი ბოტკოველის თქმით, ადამიანები, რომლებიც სიუჟეტში საუბრობდნენ “ოცნების” ამომრჩევლები და ღია მხარდაჭერები არიან.

“ქართულმა ოცნებამ ჩართო მათთვის ჩვეული პროპაგანდისტული მანქანა, სადაც უკვე დაიწყეს კახელი გლეხის მევენახის გაშავება. მათი პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა კონკრეტულ ტელეარხებზე, სადაც დაიწყეს საკუთარი პროპაგანდისტების კომენტარების ჩაწერა. გია ქიქესაშვილი არის გურჯაანის საჭადრაკო სკოლის დირექტორი. ქართული ოცნების, რუსულ პროპაგანდაში ჩართული რუსული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი. ვანო გარსევანიშვილი, რომელიც არის გურჯაანის ნაყინის მფლობელი და მას ასაღებენ როგორც გლეხად, თურმე როგორი კარგი მოსავალი მოუვიდა და როგორ ვიტყუებით ჩვენ. ვალერი დაუშვილი, ერთ-ერთი ღვინის ქარხნის მეპატრონეა, რომელიც ამ სიუჟეტში გამოჩენის შემდეგ, დამატებით მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას და ასეთი დაპირების სანაცვლოდ ჩაერთო ამ პროცესში. იზრუნეთ იმაზე, რანაირად გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან”, – თქვა გიორგი ბოტკოველმა.
მინდა მივმართო ხელისუფლებას, იმის ნაცვლად, რომ გლეხის წინააღმდეგ თქვენი რუსული პროპაგანდა გამოიყენოთ დაწყებული ტროლ-ბოტებით, დამთავრებული ამ პროპაგანდაში ჩართული საკუთარი აქტივისტებით, იზრუნეთ, რანაირად გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან.

ნახეთ, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, ვოლსკის და ცაგარეიშვილის, რომლებიც ერთხელ არ იქნებიან ვენახში ნამყოფები და განაცხადეს, თუ როგორ უნდა დაიანგარიშონ ეს ყველაფერი, გაუგებარია მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა.

სამშაბათს “ნაციონალური მოძრაობა” ვაპირებთ, რომ სადეპუტატო კითხვით მივმართოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, გამოვითხოვთ ყველა ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მიხედვით, გასულ წელს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში, კონკრეტულმა გლეხმა რამდენი ჩააბარა. ამის შემდეგ რუსული ოცნების წარმომადგენლებს დავეხმარებით იმ მათემატიკაში, რომელიც მათ ადრე უნდა ესწავლათ, რომ ასეთი მავნებლური განცხადებები არ გაკეთებინათ. ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას, რომ მევენახეების დახმარების ნაცვლად ბინძური მეთოდებით დაიწყონ ბრძოლა მათ წინააღმდეგ”,- აღნიშნა ბოტკოველმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button