მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან პრიგოჟინი არარის დამოუკიდებელი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. მისი თქმით, აჯანყების ავტორები კრემლში იმყოფებიან.

“ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს [პრიგოჟინის აჯანყება] იყო სპექტაკლი, ეს იყო ნამდვილი სამხედრო მოქმედება. ეს იყო სიტუაცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი არ არის ქვეყნის ლიდერი.

თავად პრიგოჟინი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა… ეს დღეს სავსებით გასაგებია, მისი სურვილი არ იყო, რომ სადმე წასულიყო, მას აშკარად აკონტროლებენ”, – ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერისა და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

“ვაგნერის ჯგუფის გადაყვანა და მისი ხელმძღვანელის ბელარუსში ყოფნა მართლაც სერიოზული პრობლემაა და ძალზე შემაშფოთებელია. ჩვენ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ეს მოითხოვს NATO-ს ძალიან მკაცრ პასუხს”, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ჯარები კვლავ უკრაინის შიგნით იმყოფებიან შაბათ-კვირის ამბოხების შემდეგ.

“მაგრამ მათი კონკრეტული განლაგების თვალსაზრისით და შეუძლიათ თუ არა მათ გადანაწილება,მე არ ვაპირებ ამაზე სპეკულირებას”, – თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.

გენერალი პატრიკ რაიდერმა დასძინა, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო აშშ-ს არ შეუტანია რაიმე ცვლილება ამერიკული ჯარების განლაგების საკითხში. მისი თქმით, არ უნახავთ რაიმე, რაც მათი გადმოსახედიდან მოითხოვდა საკითხის კორექტირებას.

მანამდე “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი დაქირავებული მებრძოლები “საველე ბანაკებში” ბრუნდებიან. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი განაცხადა, რომ “ვაგნერელებს” შეეძლებათ გააფორმონ კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, დატოვონ სამხედრო სამსახური ან ბელარუსში წავიდნენ. ბელარუსის ლიდერის თქმით, თავად პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button