მნიშვნელოვანისიახლეები

იტალიის პოლიცია 49 წლის ქართველის გარდაცვალების ფაქტს იძიებს

იტალიის ქალაქ სალერნოს პოლიცია 49 წლის ქართველის გარდაცვალების ფაქტს იძიებს.

მამაკაცი გუშინ, ვინჩიპროვას გავლით ავტობუსის ტერმინალის გვერდით, შემოვლით გზაზე დაიღუპა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ საღამოს 19 საათზე ორ პირს შორის დაიწყო ფიზიკურ დაპირისპირება, რის შედეგადაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

კონფლიქტის წარმოშობისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button