განათლებისა და კულტურის სამინისტროების ისევ გაიყოფა

ხარჯების შემცირების მიზნით გაერთიანებული სამინისტროების ნაწილი ისევ გაიყოფა-გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა მიიღო. ამ შემთხვევაში საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყებაზე.
“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს იყო შეცდომა და აუცილებელია კულტურის სამინისტრო დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს. გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.
გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას აუცილებლად გამოიწვევს. მისი შეფასებით, კულტურის სამინისტრო გამოყოფის შემდეგაც არ იქნება ორიენტირებული სფეროს განვითარებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კი მმართველი პარტიის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს.
არჩილ თალაკვაძის და ირაკლი აბესაძის ხმა