რეგიონი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებს ონლაინ-გაკვეთილების ანაზღაურებას უგვიანებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებს ონლაინ-გაკვეთილების ანაზღაურებას უგვიანებს.
ონლაინ-სწავლების პროცესში ჩატარებული გაკვეთილებისათვის საფასურის დაგვიანებას პედაგოგები და სკოლის დირექტორები, კერძო საუბარში ადასტურებენ.

” ასეთი დაგვიანება ძალიან ხშირია, გვეუბნებიან, რომ ბუღალტერს სიები არ აქვს. განა რამდენი პედაგოგი ასწავლის ონლაინში და რა არის ასეთი დაუთვლელი? იანვარიც დაგვიანებით იყო, თებერვალიც რამდენიმე საათის წინ ჩაგვერიცხა. მარტივი არ არის, სკოლაში გაკვეთილები ჩაატარო და მერე სახლიდან კიდევ მოსწავლეები ამეცადინო. რა გახდა ეს მინიმალური ხელფასი”- ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

განათლების სამინისტროში ანაზღაურების დაგვიანების მიზეზების განმარტებისათვის, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

დღევანდელი მდგომარეობით, ონლაინ-გაკვეთილის ერთი საათისათვის პედაგოგის ანაზღაურება, 7 ლარია.

ონლაინ- სწავლებაზე საჯარო სკოლები კორონა ვირუსის პანდემიის დაწყების დღიდან დაინერგა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, მოსწავლის მშობელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ- სწავლების რეჟიმი სპეციალური საიტის მეშვეობით აირჩიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button