პრეზიდენტის უარი რეფერენდუმს

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ქორწინების საკითხზე რფერენდუმს არ დანიშავს.
“მინდა, საზოგადოებას გავუზიარო ჩემი მოსაზრება სარეფერენდუმო წინადადებასთან მიმარტებაში. დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტს, მაგრამ კანონის მიხედვით, რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე ვალდებული ვარ, დავიცვა ქვეყნის ერთიანობა. საქართველოს 20%-ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ორი ტერიტორია რუსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს რეფერენდუმი დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს. ამასობაში, კანონში წერია , რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კანონი კრძალავს კონსტიტუციის ცვლილებას სარეფერენდუმო გზით”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფერენდუმთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში, დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეთანხმება პრემიერის ინიციატივას, რომ ქორწინების ცნების განსაზღვარზე იმსჯელოს საქართველოს პარლამენტმა.