მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა ეწურებათ

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა დღეს, 4 ნოემბერს ეწურებათ.

როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ და აქედან წასვლას არ აპირებენ.
ბერები მარტვილში საპატრიარქოს იურისტს დღეს ელოდებიან.

„ბოლო დრო მათთვის იყოს, ვინც ამას ავრცელებს და ვინც შემოგვითვალა. დანარჩენი, რაც ჩვენს სიცოცხლეს ეხება, აქ ვართ მონასტრული ცხოვრების განცდაში. ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს და მითხარით, რომელი ეკლესიის წარმომადგენლები არიან ესენი, მონაზონს ეუბნებიან, შენ მონაზონი არ ხარო, მონასტრიდან გადიო. ჩვენ აღთქმა გვაქვს დადებული მონასტრიდან გაუსვლელობაზე, მორჩილებაზე“, – განაცხადა მამა ათინოგენმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რამდენიმე თვის წინ, 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

მათ მონასტერში ყოფნის გარკვეული ვადა ჰქონდათ, რაც დღეს იწურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button