განრისხებული მწყემსები რუმინეთის პარლამენტში შეიჭრნენ [Photo/video]
ათასზე მეტმა მწყემსმა პოლიციის კორდონი გაარღვია და რუმინეთის პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრა. მეცხოველეები ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ცხვრის ფარებში მწყემსი ძაღლების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს.
რუმინეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე 4 ათასი მწყემსი ჩავიდა. პარლამენტის შენობასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიცია იძულებული გახდა, რომ ცრემლსადენი აირი გამოეყენებინა.
ახალი კანონის თანახმად, ნაგაზების რაოდენობა, რომელიც ერთ ფარას იცავს, მკვეთრად უნდა შემცირდეს. მაგალითად, დაბლობში ფარას ერთ მუშა ძაღლზე მეტი არ უმდა ემსახურებოდეს, ხოლო მთიაინ ადგილებში კი 3 არ უნდა აღემატებოდეს. აგრეთვე, შინაური პირუტყვის საძოვრად გაშვება დეკემბრიდან აპრილამდე საერთოდ აიკრძალა.
შემოღებული სიახლის ავტორები ამბობენ, რომ ახალი კანონი მონადირეთა უფლებებისა და გარემოს დასაცავადაა მიმართული.
ოფიციალური მონაცემებით, რუმინეთში წვრილი რქოსანი პირუტყვის სულადობა 10 მილიონ ცხვარსა და 1,5 მილიონ თხას შეადგენს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25447″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]