განრისხებულმა სპილომ ფესტივალი დაარბია [Video]

ინდოეთის ქალაქ პალგჰათში პულაპატას ტაძარში მიმდინარე ყოველწლიური ფესტივალის დროს განრისხებულმა სპილომ დარბევა მოაწყო, – იუწყება ინდოეთის პრესა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ერთ სპილოს მეორე ზურგიდან მიეპარა. თვითმხილველების თქმით, პირველმა სპილომ საფრთხე იგრძნო, მისი მოქმედება კონტროლიდან გამოვიდა და ორმა მხედარმა მისი ალაგმვა ვერ შეძლო.

შემთხვევის დროს სპილომ ათობით ავტომანქანა და ბაიკი დალეწა. საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 40 წუთიანი ბობოქრობის შემდეგ სპილო თვითონ დაწყნარდა და მის ზურგზე მსხდომმა შეშინებულმა მხედრებმა ჩამოქვეითება ძლივს მოახერხეს.

ვეტერინართა ვარაუდით, სპილოს აგრესიული მოქმედება მყვირალობის პერიოდს უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button