მნიშვნელოვანისიახლეები

“განსაკუთრებული არაფერი” იქნება” ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე აქვთ, დიპლომატირ პასპორტებზე შეზღუდვების შემოღებაა”-კობახიძე EU-ზე

დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება “განსაკუთრებული არაფერი” იქნება.

კობახიძე ამტკიცებს, რომ “ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე აქვთ, დიპლომატირ პასპორტებზე შეზღუდვების შემოღებაა”.-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და სანქციების განხილვას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება.

„ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ, საბოლოო ჯამში, შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ. განიხილება საქართველოს საკითხის.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციებისა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა.

ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ უკანასკნელი არ იქნება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა უპასუხა ქართველი თანამდებობის პირებისადმი სანქციების დაწესების შესახებ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას – „ვიცით, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების წინააღმდეგი იყვნენ საქართველოსთვის, როგორ აფასებთ ამ სიტუაციას? ეს თქვენი მანდატის ფარგლებში პირველი უნგრული ვეტოა, გაქვთ სურვილი კიდევ სცადოთ სანქციები?“.

როგორც კალასმა აღნიშნა, ის კოლეგებთან ინტენსიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

„მე ინტენსიურად ვმუშაობდი უნგრელ კოლეგებთან და მიზნად ვისახავ ვიმუშაო მათთან მომავალშიც. არამხოლოდ მე, არამედ სხვებიც და შევთავაზებთ სხვადასხვა გამოსავალს დასაძლევად, თუმცა ბევრს მივაღწიეთ ამ საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში, ასევე გაიმართება ასოცირების საბჭო, გვაქვს ამ უვიზო რეჟიმის შეჩერება. გვაქვს გარკვეული მიღწევები, მაგრამ არა 100%-ით“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა განაცხადა: „შევთანხმდით ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, დამატებითი სანქციებისთვის 27-ვე წევრის თანხმობა სამწუხაროდ არ გვაქვს“.

ბრიუსელში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, განიხილებოდა დამატებითი სანქციები, რომელსაც სჭირდებოდა 27-ვე წევრის თანხმობა. ეს სანქციები უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button