მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“განვიხილეთ შესაძლებლობა მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში”-ირაკლი ანთაძე

ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი განიხილეს დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე, ქართულმა დელეგაციამ ყურადღება ზაზა გახელაძის საქმეზეც გაამახვილა, რომელსაც ცხინვალის ე.წ.
სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

“განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, ეს თარიღი ცნობილი გახდება,”- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და შეხვედრის დეტალები გააცნო.ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ ზაზა გახელაძე 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ, დაარღვევენ საოკუპაციო ხაზს და ცხინვალში გადავლენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button